|
2024-03-20 15:54:29, 715 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ი - მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით სცადა
ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ევრონესტში (EURONEST) ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების "გვერდის ავლით სცადა". "ქართულ ოცნებას" დაკარგული აქვს ნდობა ევროპელ პარტნიორებში. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ "ქართულ ოცნებას“ მოუწია ევროპელი სოციალისტების პარტიის დატოვება იმ ანტიევროპული ქმედებებისა და რიტორიკის გამო, რასაც ივანიშვილის პარტია ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება სცადა ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით და მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მან ვერ მოიპოვა ევრონესტის ბიუროს წევრების მხარდაჭერა. ევრონესტის 110 წევრიდან (60 ევროპარლამენტარი, 50 მონაწილე ქვეყნების დეპუტატი) რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 წევრის ხელმოწერაა საჭირო, რაც მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეაგროვა. რეზოლუციის ინიცირების მცდელობა ევრონესტის ბიუროზე ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ ქალბატონი ბოჭორიშვილი წარმოადგენს და არავინ ოპოზიციური პარტიებიდან. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა ვერ მოიპოვა ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა, იმ ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დგამს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შესაძლებელი გახადა იმ დემოკრატიულმა რეფორმებმა, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ვარდების რევოლუციის შემდგომ განახორციელა. ევროკავშირის დროშა საქართველოს პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად მიხეილ სააკაშვილმა აქცია, რომელიც დღეს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია. ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში - "ევროპის სახალხო პარტიის" ფარგლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლიდერის, პრეზიდენტ სააკაშვილის მჭიდრო თანამშრომლობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უზარმაზარი დახმარება და ახლა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო. საქართველო გახსნის გაწევრიანების მოლაპარაკებებს და გახდება ევროკავშირის წევრი იმ 9 ნაბიჯის შესრულებით, რომელსაც 26 ოქტომბერს არჩეული ახალი მთავრობა გადადგამს ქართველო ხალხის ისტორიული მიზნის მისაღწევად",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 20 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ოპოზიციამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრებაზე რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერა".
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)