|
2024-03-19 17:50:24, 525 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ISFED-მა გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, კინაღამ ჩამოამხო ქვეყანა და იმის შემდეგ, კაცმა არ იცის, გაეზარდა თუ შეუმცირდა დაფინანსება
აბსოლუტური სითამამით მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, USAID-ს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს, კარგ ტრენინგებს აფინანსებენ ხოლმე, ამასობაში, ISFED-იც მათი დაფინანსებული იყო, რომელმაც მსოფლიოში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პარალელურად, გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, რაც უსაშინელესი პრეცედენტია და ამაშიც ფული იყო ჩადებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ "გაყალბებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებით ქვეყანა თითქმის ჩამოიქცა და ახლა საზოგადოებამ არ იცის აღნიშნული ორგანიზაცია კვლავ ფინანსდება თუ არა". როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "დეზინფორმაციის ხარისხი მაღალია, ვინაიდან უცნობია, ვინ აფინანსებს ლგბტ პროპაგანდას, რა პიარ კამპანიებს აწარმოებენ ეს „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები". „მართალია, არ უნდა სჭირდებოდეთ კანონი, თავადვე უნდა გაასაჯაროონ რა ფული დაიხარჯა იმ პროექტში, რასაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერქვა და ეს მონაცემები რომ გაყალბდა, მერე რა მოხდა? ისევ ფინანსდება, იგივე საქმიანობას ეწევა თუ არა , რამდენით ფინანსდება - ეს მაინც იცით? ანუ გააყალბა მონაცემები, კინაღამ ჩამოამხო ქვეყანა და იმის შემდეგ, შეიძლება გაეზარდა [დაფინანსება]. ვმარჩიელობთ ახლა, ISFED-ს გაეზარდა თუ შეუმცირდა დაფინანსება, კაცმა არ იცის, USAID აფინანსებს თუ კიდევ სხვა დონორი ორგანიზაციები? - არავინ იცის და ვმსჯელობთ მარჩიელობის დონეზე. ამ დროს, დეზინფორმაციამ წალეკა ქვეყანა და ადამიანების გონება უკვე, არაფერი რომ არ ვიცით - არც ვინ აფინანსებს ლგბტ პროპაგანდას, ვინ დგას მის მხარეს, ფინანსები რაში იხარჯება, რა პიარ კამპანიებს აწარმოებენ ეს „ენჯეოები“ და ჩვენი „ნაცი“ კოლეგები. დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? - 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. უკვე დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავამ თქვა ეს და ბოკუჩავა საქართველოში, პარლამენტში კი არ არის ამ წუთში, გეჩვენებათ და გასულია, იმიტომ რომ იმ 800 000-ში თვითონ ისიც არის. თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის, უცხოეთიდან აკეთებს განცხადებას - შემოსვლას აღარ ითვლიან“, - განაცხადა მდინარაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)