15:49 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 14:16:20, 686 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

იენს სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე დახვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14:50 საათზე სტოლტენბერგს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს, საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც სტუმრობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ოანა ცოიუ –საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics