|
2024-03-14 20:00:18, 637 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე საქართველოში სიღარიბე არ განულდება
დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით, ასევე ნებისმიერი სხვა სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც აქვს ჩვენ ხელისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რაც მთავარი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდისთვის. „კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ 48000 დოლარს. 48000 დოლარით შეეძლოთ, თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება. რაც შეეხება სიღარიბეს, სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები 15,4%, ეს არის 2022 წლის მაჩვენებელი, არის ძალიან მძიმე ვითარება. მართალია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო 1 150 000 და ახლა არის 600 000-ზე ნაკლები, ანუ განახევრებულია პრაქტიკულად თითქმის სიღარიბე, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ, რომ მათ დაგვიტოვეს 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. უმუშევრობაზეც იგივეა, ისტორიული მინიმუმი გვაქვს დღეს, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი რასაც ვაკეთებთ ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე 2022-ში, შარშან გვქონდა 7,5%, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი ინსტრუმენტი არის ეკონომიკური ზრდა და ამისთვის ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ავტობანის მშენებლობა, პორტების განვითარება, აეროპორტების განვითარება და ა.შ. რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მათ შორის აიტის მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, გრძელდება მუშაობა ყველა თემაზე და სწორედ ეს პროცესი არის დაკავშირებული საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილების შექმნასთან და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან“, - აღნიშნა კობახიძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)