|
2024-03-08 14:44:04, 822 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ენჯეოები“ ფინანსდებიან იმისთვის, რომ პოლიტიკური მავნებლობის მხარეს იდგნენ და ამის გამჭვირვალობა არავის აწყობს
დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავისი პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე არის რუსული. ამ სითავხედის პიარკამპანია დაალაგეს, ამის წლისთავია, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები ამაზე აღარასდროს წამოეგებიან იმიტომ, რომ ერთი და იმავე "ფეიკ" მდინარეში შესვლას აღარავინ აპირებს, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავის მომავალზე იზრუნებენ და დადგებიან ყოველთვის სიმართლის მხარეს და არ წამოეგებიან ისეთ "ფეიკებს", რომელიც შარშან შემოგვთავაზა მათმა კამპანიამ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვაზე, თუ რა აჩვენა შარშანდელმა მარტის მოვლენებმა, მდინარაძემ აღნიშნა, რომ "საუკუნის აფერა დალაგდა და წელსაც გამოჩნდა, რომ საქართველოში "ენჯეოები" პოლიტიკური მიზნებისთვის ფინანსდებიან". "ერთი წლისთავზე აჩვენა ის, რომ ერთი, საუკუნის აფერა დალაგდა, მის სათავეში "ნაცებთან" ერთად ხაზარაძე იდგა იმიტომ, რომ ეს მისი სამარკო ნიშანია - აფერას და ამ აფერას თან სდევდა, სამწუხაროდ, გარედან დიდი მხარდაჭერა. ამ დიდ მხარდაჭერას განაპირობებდა ის, რომ ბევრ ადამიანს, ბევრ ჯგუფს არ უნდოდა ეღიარებინა, რომ "ენჯეოსექტორი" ცოტა სხვა მიზნებისთვის ფინანსდება, ვიდრე ეს ქართველ ხალხს ჰგონია. "ენჯეოსექტორმა" მაშინ დაიცვა თავისი გაუმჭვირვალე ფინანსები და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა მიუღებელმა კანონმა თავის საქმე გააკეთა და ყველას აჩვენა, რომ ერთი, ეს იყო საუკუნის აფერა, ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, ანუ ამერიკაში ახლაც მოქმედი კანონი საქართველოში მოინათლა რუსულ კანონად, ამაზე დიდი საუკუნის აფერა რა უნდა ყოფილიყო და წელს უკვე, რამდენიმე დღის წინ, მათ შორის NED-ის ხელმძღვანელის განცხადებიდანაც კი გამოჩნდა, რომ საქართველოში "ენჯეოები" ფინანსდებიან პოლიტიკური მიზნებისთვის. ფინანსდებიან იმისთვის, რომ იდგნენ არა "ენჯეოს" საქმიანობის, არამედ ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ფინანსდებიან იმისთვის, რომ პოლიტიკური მავნებლობის მხარეს იდგნენ და ამის გამჭვირვალობა არავის აწყობს",- ამბობს მდინარაძე.
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)