|
2024-03-03 12:50:12, 1558 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის DMO-სა და „ინნ ჰოსფითალითს შორის საწევრო ხელშეკრულება გაფორმდა
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ და „ინნ ჰოსფითალითმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს. „ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთის DMO-ს საწევრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ორგანიზაციის პირველი წევრი გახდა. ხელმოწერის ღონისძიება სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში გაიმართა. მემორანდუმზე ხელი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ და „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა ნინა ხოტივრიშვილმა მოაწერეს. რეგიონის ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია და „ინნ ჰოსფითალითის“ ჯგუფში შემავალი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ უკვე წარმატებულად თანამშრომლობენ, რამაც ახლა ოფიციალური სახე მიიღო. მემორანდუმის ფარგლებში „ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთში მდებარე ორი სასტუმროთი იქნება წარმოდგენილი: „ახალციხე ინნ“ და „ბაკურიანი ინნ“. „ინნ ჰოსფითალითი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც DMO-სთან ამ ფორმატით თანამშრომლობა დაიწყო. მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროების ქსელი საქართველოში ოთხ სასტუმროს მოიცავს: „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ახალციხე ინნ“ და „როიალ ინნ“. სამცხე-ჯავახეთის DMO საწევრო პაკეტებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები რეგიონის სტუმართმასპინძლობის სექტორში ჩართული ბიზნესები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული პაკეტები სხვადასხვა პროფილის მქონე ბიზნესების, ორგანიზაციებისთვის თუ ინდივიდუალური პირებისთვის. ორგანიზაციის წევრობა კერძო სექტორისთვის, პირველი რიგში, ორგანიზაციის საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლებას გულისხმობს. წევრობის მიზანია კერძო-საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)