20:02 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 19:17:47, 816 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს.

პირველი შეხვედრა 2 მარტს, 13.00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

მისამართი: ბათუმი, შოთა რუსთაველის, 1





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Yandex-ის გათიშვამ საქართველოც იმოქმედა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე
ახალი შეზღუდვა რუსეთისთვის - ევროკავშირის სანქციები 1600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო
10 000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე ახალი ბინის ნაცვლად - მთავრობა ალტერნატიულ პროგრამას აანონსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics