|
2024-01-25 17:45:19, 1238 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის მიზანია, მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა. "აჭარის მთავრობის ინიციატივით, პედაგოგების მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, პროექტის განსახორციელებლად 600 ათას ლარამდე გამოიყო. პედაგოგები, რომლებიც დანერგავენ დამატებით წამახალისებელ აქტივობებს და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს მოსწავლეებისთვის, მიიღებენ ყოველთვიურად 500 ლარიან დანამატს. კონკურსის ფარგლებში, განსაზღვრული კრიტერიუმებით, 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით აჭარის განათლების სამინისტროში შევიდა 300-მდე საპროექტო განაცხადი და კომისიის მიერ შეირჩა 61 პროექტი, რომელთა განხორციელება თებერვლიდან დაიწყება. კონკურსის მეორე ეტაპზე საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით და გაიზრდება დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობაც. ასევე, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში. პედაგოგებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ",- აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)