|
2024-01-25 17:18:50, 1275 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე - ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება გაიზარდა
2024 წელს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად ბენეფიციარი ოჯახის თანადაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესაძენად, 50 000 ლარამდე გაიზარდა. "აჭარის მთავრობის ინიციატივით, მიმდინარე წელს, თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე. 2023 წელს აღნიშნული თანხა 40 000 ლარს შეადგენდა. პროგრამის განხორციელება დაიწყო 2016 წელს და მაშინ თანადაფინანსების წილი 25 000 ლარი იყო. დღეს ვიმყოფებით ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც 11 ეკომიგრანტ ოჯახს საკუთრებაში ურეგისტრირდება მათ მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლები", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მიმდინარე წელს 34.2%-ით გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, თანხა შეადგენს 5 016 840 ლარს. სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისს 120-მდე ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. სამინისტრო პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე საცხოვრისი 720-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)