21:08 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 11:25:02, 1512 ნახვა

ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

25 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტერეხოვი Telegram-ზე წერს.

ტერეხოვის თქმით, ოკუპანტების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

„23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, - წერს იგორ ტერეხოვი.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics