|
2024-01-23 18:12:45, 1002 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროსთან“ წევრობისთვის, მონაწილეობისთვისა და გამოძალვაში დახმარების ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, „ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისთვის, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის, გამოძალვისა და გამოძალვაში დახმარების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფინანსურ დავასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერს მიმართა. ბრალდებულებმა „ქურდულ შეკრებაზე", რომელსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ, ერთ პირს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში თანხის გადახდა დააკისრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. "სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ჯგუფურად გამოძალვა), 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) და 223-ე სეკუნდა მუხლით (,,ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობა), ერთ პირს - 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ჯგუფურად გამოძალვაში დახმარება) და 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), ხოლო კიდევ ერთ პირს - 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ჯგუფურად გამოძალვაში დახმარება) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)