|
2023-12-27 17:02:54, 1191 ნახვა
სამართალი
ბაკურ აბულაძე - პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობა ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების უწყებებთან დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას უწყობს ხელს
საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულის და ფულის გათეთრების, მათ შორის ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით, პროკურატურა განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვანი ევროპული ქვეყნების - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს, შვეიცარიის კონფედერაციის და ნიდერლანდების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან. “უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით; აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში გაწევრიანების გზით, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები”, - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს, უცხოელ სამართალდამცავებთან ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორის, წევრისა და იურიდიული პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. "ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მოძიება, შემდგომი ჩამორთმევის მიზნით დაყადაღება და დანაშაულის ცხელ კვალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებების აღმოჩენა. პირდაპირი ეთერი (ლინკ): საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)