10:43 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 18:23:54, 1397 ნახვა

ეკონომიკა
სებ-ის ცნობით, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა

2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.8%-ით (228.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

რუსეთის წილი მთლიან ჩარიცხულოლ მოცულობაში 25.74%-ია, მას მოჰყვება იტალია 14.62%-ით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 13,92%-ით.

გთავაზობთ ქვეყნების ათეულს, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთი - 75.34 მლნ აშშ დოლარი;
  • იტალია - 42.80 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ - 40.75 მლნ აშშ დოლარი;
  • გერანია - 20.34 მლნ აშშ დოლარი;
  • საბერძნეთი - 20.11 მლნ აშშ დოლარი;
  • ისრაელი - 18.60 მლნ აშშ დოლარი;
  • ყაზახეთ - 18.13 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 7.82 მლნ აშშ დოლარი;
  • ესპნაეთი - 4.97 მლნ აშშ დოლარი;
  • საფრანგეთი - 4.51 მლნ აშშ დოლარი.

მათივე ცნობით, 2023 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.3 მლნ აშშ დოლარი (84.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ნოემბერის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად გადადიან დახურულ სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების საფრთხის გამო
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics