|
2023-12-13 19:15:41, 1262 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი -OECD-ს კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება
საქართველო უპირობო ლიდერად დასახელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის შეფასებით ნაწილში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი ევროპული დასტური, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური რეფორმები, რასაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს, არის თანმიმდევრული, ეფექტიანი და ინკლუზიური, მიმართული ქვეყანაში სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც OEჩD-ის ევრაზიის კვირეულში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEჩD) შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი 2024" (შME Pოლიცყ Iნდეხ - 2024) მე-4 რაუნდის შედეგების პრეზენტაცია დღეს საფრანგეთის დედაქალაქში ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ორგანიზაციის მიერ პარიზში წარმოდგენილი კვლევის შედეგების თანახმად, რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ პოზიციას იკავებს და კვლავ ლიდერია. OEჩD-ს კვლევა „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი" უკვე მეოთხედ მომზადდა, ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ქვეყნებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა. ირაკლი ნადარეიშვილი ინფორმაციით, პარიზში წარმოდგენილ მიმოხილვაში საქართველო საუკეთესო იყო შემდეგი მიმართულებებით: ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, ოპერაციული გარემო, გადახდისუუნარობა და მეორე შანსი, სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო შესყიდვები, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია, ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები და ინოვაციური პოლიტიკა. „კვლევა ძალიან კომპლექსურია, მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და ყველა ამ მიმართულებაში საქართველო უპირობო ლიდერია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკის ნაწილში, ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილშიც საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველო ლიდერობს უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში კვლევის 12-დან 11 ძირითად პარამეტრში. რაც მთავარია, ეს შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ევრაზიის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში ასევე მონაწილეობენ საქართველოს დელეგაციის წევრები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე - როგორც საქართველოს მხრიდან OEჩD-ის აღნიშნული შეფასების ეროვნული კოორდინატორი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად გადადიან დახურულ სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების საფრთხის გამო
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



