10:43 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 12:45:13, 835 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო 

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა და მასზე  „ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებები მეღვინეობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებში გამარჯვებულებს გადაეცათ.

„ქართული ღვინის ენთუზიასტის“ და „ქართული ღვინის ექსპერტის“ წოდებები მეღვინეობის სფეროს 20-მა წარმომადგენელმა მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლაში, იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს მეღვინეობის სფეროს ასოციაციებთან და სხვა პროფესიულ ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი ასეთია, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია,  რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. მისასალმებელია, რომ საქართველოში სომელიეს პროფესია უკვე დამკვიდრდა და აქტიურად ვითარდება. ბოლო წლებში, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად დააფასეს ეს პროფესია, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის კულტურასა და ისტორიაზე, ის არის უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ იმ  პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს სომელიეთა ასოციაცია უკვე მრავალი წელია ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

მან ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგში იმ პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობას, რომლებიც სწორედ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის გადაწყვეტილებით, მეღვინეობის დარგში დასაქმებული რამდენიმე ახალგაზრდას ასოციაციის სასწავლო პროგრამებში სწავლება დაუფინანსდება. 

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2003 წელს შეიქმნა; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორია, მათ შორის, „ქართული ღვინო“, „International Sommelier“, „WSET“ და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიაზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად გადადიან დახურულ სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების საფრთხის გამო
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics