|
2023-12-12 13:38:57, 903 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გახარიაზე - ეს კაცი ისტერიკაშია
ეს კაცი არის ისტერიკაში,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკონომიკის ზრდასა და კორუფციასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია 'საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარია "სიცრუეს ავრცელებს და უზრდელობს". "ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გახარიამ აღიარა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა მისი პრემიერობის დროს, 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი. ამ წლის ბოლოსთვის გახდა 30 მილიარდი დოლარი. ამ სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 14 მილიარდი დოლარით. გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში. როგორც ვიცი, დაასახელა გვარები და მეც მომიხსენია. 25 ოჯახის ჯიბეში თუ წავიდა, ერთი ოცდამეხუთედი სულ მცირე მეკუთვნის, ხომ? სულ მცირე თანაბრად უნდა განაწილებულიყო და სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი, არ ვიცი. გახარიას შეიძლება, ვკითხოთ და აღმოაჩინოს, სად არის. მისი განცხადებები არასერიოზულია. მან ის მაინც უნდა იცოდეს, რომ აქედან, დაახლოებით, მეოთხედი მარტო ბიუჯეტში მიდის. ანუ ეს არის ბიუჯეტის თანაფარდობა ეკონომიკასთან, დანარჩენი ნაწილდება უამრავ სექტორში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები, წარმოება და ა.შ. რაც იშლება შემდეგ, ეს აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე და ა.შ. როცა ამბობს 20-25 კაცის ჯიბის გასქელებაზე, ელემენტარულად, პატივს არ სცემს საკუთარ ღირსებას, როგორც ეკონომისტის. სამარცხვინოა უბრალოდ მისი განცხადებები. ეს აჩვენებს ისტერიკას. ეს კაცი არის ისტერიკაში, ამიტომ ავრცელებს სიცრუეს და უზრდელობს, მაგალითად, შალვა პაპუაშვილის მიმართ",- თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, - "აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის".
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)