|
2023-12-12 13:42:27, 916 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე ოპოზიციას - გაჩვენეთ, როგორ შეიძლება EU-ს სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციის და ცალ ფეხზე დგომის გარეშე
სულ რამდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ, ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას, - ასე მიმართა ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებსა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხუნდაძის თქმით, "ოპოზიცია სიცრუეზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტით მოქმედებს". "თქვენი ევროპელობის სურვილიც ყალბი რომ იყო, თავადვე ამხილეთ საკუთარი გუნდის წევრები, რომ მათ სტატუსის მინიჭება არ სურდათ და ხელის შესაშლელად დადიოდნენ ევროპაში, მაგრამ საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ და ქვეყანა რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ წინსვლას. ეს ზეიმიც გინდოდათ მიგეთვისებინათ, მაგრამ ხელში შეგრჩათ დიდი დროშა და ცოტა ხალხი. ნურც პრეზიდენტის იმედი გექნებათ. მან თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ? ხომ ნახეთ, რომ თურმე არც მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და არც კვდება - მოფერიანდა და არჩევნებისთვის ემზადება. თუმცა, მარტო ის არ ემზადება. გულწასულ და სულწასულ ოპოზიციას არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამზადებენ რევოლუციამიუღწეველი ლობისტები შემდგომისთვის იმიტომ, რომ არჩევნებში მათგან არაფერი გამოვა. NDI-მაც შეაშველა თავისი კვლევა, თითქოს ამომრჩევლების 62% გადაუწყვეტელია და ამით ქვეყანაში სურთ, მესამე ძალის მოთხოვნის ცრუ განწყობა შექმნან, მაგრამ NDI ისევე აცდება არჩევნების რეალურ შედეგებს, როგორც აცდა წინა 8 შემთხვევაში, თუმცა, "ქართული ოცნების" უპირატესობა მაინც ვერ დამალა. მძიმეა ტყუილის ავტორობა, მძიმეა ცალ ფეხზე დგომა, მძიმეა აგენტობა და მონური ფსიქოლოგია და უპერსპექტივოა ორმაგი სტანდარტებით თამაში. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას", - განაცხადა ხუნდაძემ.
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)