|
2023-12-12 12:25:38, 783 ნახვა
პოლიტიკა
DRI - საქართველოს პროკურატურამ ვიტალი კარბაიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ორგანიზაცია ასევ მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, "გააქტიურონ ძალისხმევა საერთაშორისო მისიების საშუალებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესასწავლად". "თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთ თვეში ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს, ამჯერად აფხაზეთში. გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრი 43 წლის ვიტალი კარბაია გალის დე ფაქტო მილიციის განყოფილების თანამშრომლების მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. 6 დეკემბერს, აფხაზეთის სოფელ წარჩეში, ვიტალი კარბაია, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, გალის მილიციის განყოფილების სამმა თანამშრომელმა ე.წ. პოლიციური რეიდის დროს ქუჩაში შეაჩერა. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მას ქუჩაში, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, მოსთხოვეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარება. კარბაიამ დე ფაქტო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ბავშვების თვალწინ, ქუჩაში არ სურდა დამამცირებელი ფორმით ნარკოტესტის გავლა, ოჯახს სახლში მიიყვანდა და თავად გამოცხადდებოდა გალის განყოფილებაში. შეპასუხების გამო მილიციელებმა იგი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მან სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ოჯახის წევრმა სასწრაფო დახმარების მანქანით ვიტალის გალის კლინიკაში გადაყვანა მოახერხა. კლინიკაში მიყვანისას ვიტალი კარბაიას აღენიშნებოდა ჩამტვრეული ნეკნები, ტვინის შერყევა და აღებინებდა სისხლს. მოგვიანებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი კარბაია სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი სიკვდილის თარიღად გაფორმებულია 9 დეკემბერი. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციით, გალის მილიციის განყოფილება ცდილობს ვიტალი კარბაიას სასტიკად ცემაში მონაწილე მილიციელებისთვის ხელის დაფარებას და სიკვდილის რეალური მიზეზის დამალვას. საქმეზე ფორმალურად გამოძიებას აწარმოებს იგივე განყოფილება, რომლის თანამშრომლების სასტიკი ცემის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე. თემურ კარბაიას ნათესავების უკიდურესი პროტესტის შემდგომ, დააკავეს გარდაცვლილის სასტიკად ცემაში მონაწილე პირები: გელა ტყებუჩავა, ალიკა ზარაკუა და ვია (ვილლი) ზარაკუა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ საქმეზე სამართლის აღსრულებას არ ელის, რადგან გარდაცვლილი ეთნიკურად ქართველია. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, გალის მილიციის განყოფილებაში მუშაობენ საქმის გაყალბების რამდენიმე ვერსიაზე: ერთი ვერსიის მიხედვით, გარდაცვლილი წაიქცა, თავი დაარტყა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა; მეორე ვერსიით, გარდაცვლილი წარსულში ნასამართლევია, მიმდინარეობდა მისი დაკავების ოპერაცია, ვიტალი კარბაიამ კი მილიციას წინააღმდეგობა გაუწია. ვიტალი კარბაიას სიკვდილთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. მედიაში უწყების სახლით გავრცელდა ცნობა, რომ „საოკუპაციო რეჟიმმა დაადასტურა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ არ ადასტურებენ თემურ კარბაიას უკანონო დაკავების მცდელობას; გააქტიურებულია საერთაშორისო ცხელი ხაზი...“ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" სამძიმარს უცხადებს მოკლული თემურ კარბასიას ოჯახს. სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტი ე.წ. სამართალდამცველთა მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას",- ნათქვამია DRI-ს განაცხადებაში. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მოუწოდებს:
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)