17:45 - 07 Jul, 2026
|
2023-12-11 22:52:50, 695 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია
პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი ავრცელებს. ტუსკის არჩევას მხარი 248 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 201 იყო. ტუსკის თქმით, ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ აღადგენს იმ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რომელსაც, "წინა მთავრობის დროს ძირს უთხრიდნენ". „ჩვენ ვმუშაობთ მთელ რიგ ზომებზე, რომლებიც მაქსიმალურად აღადგენს კანონის უზენაესობას“, - განაცხადა ტუსკმა. ახალი მთავრობა მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლოს შეუდგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)