18:47 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 14:17:02, 822 ნახვა

პოლიტიკა
NDI - პრეზიდენტის საქმიანობას კარგად 16%, ხოლო პარლამენტისას 13% აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.

შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას? პასუხები ასე განაწილდა:

  • კარგად - 16%;
  • საშუალოდ - 41% ;
  • ცუდად - 30%;
  • უარი პასუხზე - 1%;
  • არ ვიცი - 1%.

კვლევის მიხედვითვე, უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

კვლევის თანახმად, თბილისელები, ახალგაზრდები, კაცები, ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტს შედარებით უფრო კრიტიკულად აფასებენ. ამასთან, ოპოზიციის თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას კარგად ან საშუალოდ აფასებს.

შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პარლამენტის საქმიანობას? პასუხები ასე განაწილდა:

  • კარგად - 13%;
  • საშუალოდ - 44% ;
  • ცუდად - 34%;
  • უარი პასუხზე - 8%;
  • არ ვიცი - 1%.

ცნობისთვის, NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics