14:06 - 08 May, 2026
|
2023-12-07 17:09:20, 647 ნახვა
მსოფლიო
ერმაკმა და სიიარტომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ის გვერდზე წერს, რომ მასსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ერმაკი წერს, მათ სატელეფონო საუბრისას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ორი ქვეყნის პროგრესი და ევროსაბჭოს შეხვედრა განიხილეს, რომელიც 14 და 15 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, როგორც ერმაკი აღნიშნავს, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შესაძლებლობა და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე იმუშავებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)