|
2023-12-07 16:37:26, 630 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვის მოადგილე გინტურის მკვლელობაზე - მესაზღვრეები საერთაშორისო წესებით მოქმედებდნენ - ამის მკვლელობად შეფასება არასწორია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც გალუზინი აღნიშნავს, თამაზ გინტურმა "უკანონოდ გადაკვეთა ოკუპირებული საზღვარი და სამხედროებს ნაჯახით ემუქრებოდა", რის შემდგომაც რუსმა სამხედროებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, ხოლო შემდგომ მანქანის ბორბლებს ესროლეს. მისივე თქმით, "მესაზღვრე მოქმედებდა იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია და მომხდარის შეფასება მკვლელობად არასწორია". "საჭიროა, რეალურად და ცხადად იმ გეოპოლიტიკური რეალობის მიღება, რომელიც გარშემო გვაქვს. საჭიროა, ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის, მიზეზებისა, სათავეებისა და ისტორიის, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან. როგორ იწყებოდა საქართველოში აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით, "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ. რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას, ამიტომ საქართველო იძულებით მოწოდებული იქნება მშვიდობისკენ. რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს, ტერმინოლოგია რომელიც შეკითხვაში გამოიყენეთ არაკორექტულია. საქმე ეხებოდა არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს "სამხრეთ ოსეთის" საზღვარი. ამასთან ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს, ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია. ისინი ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას, როდესაც მათ წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით ისინი ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ. მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები, ამის მიუხედავად, ისინი ჩვენს მესაზღვრეებს ემუქრებოდნენ, უნდოდათ მანქანით დაჯახებოდნენ. თავიდან, გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში გაიხსნა, შემდეგ კი უკვე მანქანის ბორბლების მისამართით. რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როდესაც მესაზღვრე მოქმედებდა იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია, ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია. კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს კარგად განემარტა საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 9 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს, 11 ნოემბერს, კი რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)