20:47 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 12:19:28, 725 ნახვა

პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - ენმ-ის მიზანია, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად

ენმ-ის მიზანია, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატოში გასაწევრიანებლად, რათა თავი დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ,- ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრო, ენმ-ის მიზანს კი ქვეყნის აღნიშნულ ველში დაბრუნება წარმოადგენს.

„ვაშინგტონში დემოკრატიის საერთაშორისო კავშირის ფორუმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის შეხვედრების მიზანი არის ის, რომ საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გააქრო საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ძალიან ბევრი დისკუსია, სადაც საქართველოს ხსენება იყო ტრადიციული, მიმდინარეობს საქართველოს ხსენების გარეშე და ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა, საბოლოო ჯამში, დაიმკვიდრონ ადგილი დასავლეთში, ევროკავშირში, ნატოში, იქ, სადაც ისინი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის ზუსტად ის, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, გავწევრიანდეთ ნატოში და დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ თავი. ამას საფუძველი ჩაეყარა „ვარდების რევოლუციით“ და ახლა „ქართული ოცნების“ ამ საზიანო პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენ საფუძველს ვუყრით დღესაც, რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფად გადავდგათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები",- ამბობს ჭიაბერაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics