12:51 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 10:43:38, 1506 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი სოფელ დღვანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება - შუახევის მერიის ცნობით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობა სოფელ დღვანში დასრულების ეტაპზეა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

"პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, ავეჯისა და სამზარეულოს ინვენტარის განთავსება. სამშენებლო სამუშაოებზე სულ 268 000 ლარამდე დაიხარჯება.

ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 2024 წლიდან მიიღებს, რომელიც გათვლილი იქნება ორ შერეული ასაკის მქონე ჯგუფზე. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი.

აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მახალაკიძეების ბაგა-ბაღზე. ამ ეტაპზე  შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო და დამონტაჟდება ატრაქციონები",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება - მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 70 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
27-28 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი - სააგენტო გაფრთხილებას აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics