|
2023-12-04 12:52:45, 714 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვაშაძე დეგრადირებული, გაქსუებული პოლიტიკოსია - პოლიტიკოსსაც ვერ ვუწოდებ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თბილისის მერია კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. კალაძე ვაშაძეს ტყუილის მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს. „გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი დეგრადირებული, გაქსუებული პოლიტიკოსი. პოლიტიკოსსაც ვერ ვუწოდებ. შეურაცხყოფა იქნებოდა ამ სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ. ამ ადამიანს ჰგონია, რომ ისევ ის წლებია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ. გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ეს ადამიანი იუსტიციის სამინისტროში „მოღვაწეობდა“. ის ჩარჩენილია წარსულში. არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა იკადროს ასეთი ტყუილის თქმა. გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თითქოს, თბილისის მერია არ ითვალისწინებს უცხოელი კონსულტანტების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, თუ რა სქემებით უნდა რეაბილიტირდეს ქუჩები, როგორ უნდა იმოძრაოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და აბსურდი. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და ის რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, დღესაც გრძელდება. ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერია ზედმიწევნით ითვალისწინებს „სისტრას“ რეკომენდაციებს და ვაშაძის ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. „თავად ვუსმინე ამ განცხადებას, სადაც ის საუბრობდა, რომ თითქოს მათ კვლევაში დაწერეს, რომ არ შეიძლება საავტობუსო ზოლების გაკეთება იქ, სადაც ორი ზოლია და ჭავჭავაძის გამზირი ჰქონდა მოყვანილი მაგალითად. ძალიან დიდი ტყუილია და ასეთი იაფფასიანი, პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან ეს ადამიანები და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ მხარდაჭერა. პირიქით - ასეთი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩევლები და მხარდამჭერები. შედეგიც სახეზეა. ხედავთ, რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში. ერთნი არიან ეგენი. დღეს შეიძლება სხვა სახელი დაირქვას - სტრატეგია და რაღაც, ხვალ შეიძლება გადაირქვას, მაგრამ შინაარსობრივად და ვიზუალურადაც, რომ შეხედავ, ერთნი არიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვაზე: შესაძლოა ძირეულად შეარყიოს კონსტიტუციური წესრიგი
ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს
ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)