|
2023-12-02 15:32:11, 626 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კეზერაშვილთან ვიზიტზე - როგორც იმართებიან და რა ინსტრუქციებსაც იღებენ, ის ემართებათ
მათი კონსპირაციული მოძრაობების შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ. ალბათ სადაც არის, იქ ჩაიყვანა. მანდ არ იქნება, სენეგალში იქნება - სენეგალში ჩაიყვანს, თუ არადა აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, სადაც გნებავთ, იქ ჩაიყვანს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან. ოდიშარიას განცხადებით, წარმოუდგენელია ის, რაც „ნაციონალური მოძრაობაში“ ხდება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იმართება პარტია და რა ინსტრუქციებს იღებენ მისი წევრები, ყველაფერი კანონზომიერია. „როცა ადამიანი პირდაპირ ხელიდან კონვერტით კვებავს კონკრეტულ პარტიულ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, მისი მესვეურები არიან დამოკიდებულები და სადაც დაიბარებენ ინსტრუქციებისათვის, იქ ჩავლენ. მიიღებენ ახალ ინსტრუქციებს როგორ უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ, მათ პარტიაში რაც ხდება, ეს არის წარმოუდგენელი. პირველი, მათი ნაციონალური ლიდერი სააკაშვილი, ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და წავიდა და პროვინციის გუბერნატორად დადგა სხვა ქვეყანაში. შემდეგი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე - ისე შესძულდა ესენი, რომ არც დაიბარა ოფისში და გაიქცა კაცი, აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობაო. მერე თავმჯდომარე იყო მელია, სრული ბუშტი და ჰაერი: ვითომ სააკაშვილს იხსნიდა და დაარტყამდა წრეს კანცელარიას, დაახვია თავბრუ ამ ხალხს. ეს ჰაერივით თავმჯდომარე გააგდო ამ არაფრის მცოდნე ხაბეიშვილმა და ხაბეიშვილი ისე მოიქცა, რომ მთელი პარტია აჯანყდა და ახლა უნდათ რომ მაინ რიდის „უთავო მხედარივით“ იყვნენ, რომ საერთოდ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავდეს, ისე შეაძულა თავი არამხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ საკუთარ პარტიასაც. აი ასეთი პარტიაა და როგორც იმართებიან და რა ინსტრუქციებსაც იღებენ, ის ემართებათ, ყველაფერი კანონზომიერია, რაც მათ თავს ხდება.“ - განაცხადა ოდიშარიამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)