01:42 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 14:07:58, 1626 ნახვა

რეგიონი
ომარ ტიკარაძესა და შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა

​შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის, „მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს.

„პროექტი წელს მეოთხედ ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი ყოველ წლიურად მზარდია. მიმდინარე წელს, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 40 000 ლარია.

პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა, რომელიც, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული. კონკურსის ბოლო ეტაპზე 5 გამარჯვებული გამოვლინდა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ღონისძიებას, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე, ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში თამილა ფუტკარაძე და შპს „ჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელი ინგული დავითაძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია შუახევის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics