|
2023-11-28 22:24:01, 605 ნახვა
მსოფლიო
შამუგია - თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდება
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდება. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებისთვის, როგორც მოსავლიანობის გაზრდისთვის, ასევე უკეთესი ხარისხის თხილის მისაღებად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისივე თქმით, პროგრამა პირველად 2023 წელს განხორციელდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში, 90 ათასამდე ფერმერმა კი მიიღო სახელმწიფოს მხარდაჭერა. „ეს მხარდამჭერი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ სწორედ მცირე ფერმერებს, სადაც გვაქვს ძალიან დაბალი მოსავლიანობა და ასევე ხარისხიც არ არის დამაკმაყოფილებელი, ხელი შევუწყოთ მათ, როგორც ამ მხარდამჭერი მექანიზმით, ასევე ცოდნის გაზიარებით, თუ როგორ უნდა მოუარონ მათ თავიანთ ფართობებს, რათა უფრო მაღალ პროდუქტიულობას მივაღწიოთ მცირე ფერმერების ნაწილში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მსხვილი ფერმერები და ინდუსტრიული ბაღები, სადაც ჩვენ მოსავლიანობა გვაქვს ორი ტონა - ორ ტონა ნახევრის ფარგლებში, როცა მცირე ფერმერების შემთხვევაში ეს არ აღემატება 700-800 კილოს. ჩვენ თუ შევძლებთ ამ მაჩვენებლების გაორმაგებას, გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს რომ გაცილებით მეტი შემოსავალი ექნება ქვეყანას თხილის ექსპორტისგან. აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება და ეს არის მნიშვნელოვანი სექტორი. მე თქვენ დაგისახელეთ რიცხვები თუ რამდენი მოსარგებლე ყავდა ამ პროგრამას, ანუ ეს არის ათი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო. ჩვენ ამ მაჩვენებლებს თუ გავაუმჯობესებთ სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმებით მცირე ფერმერებში, შესაძლებლობა გვექნება თხილის ექსპორტიორ ქვეყნებში სამეულში შევიდეთ, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მეტ შემოსავალს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)