02:37 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 16:30:37, 713 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ავიწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა

ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ჩართვაც ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად, კანონმდებლობის სერიოზული დარღვევაა. 

"მგონი, ავიწყდება მას [სააკაშვილს], რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ახლა რომ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, ესეც სერიოზული დარღვევაა ქვეყნის უმაღლესი კანონის და ზოგადად, კანონმდებლობის. ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მე მგონი, ნამდვილად ავიწყდება მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე“,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics