|
2023-11-17 17:53:54, 713 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - „ნაცმოძრაობამ" ხელი მოაწერა რეზოლუციას - სირცხვილია, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი მოაწერა რეზოლუციას, მტრის ნარატივს, „ქვების გროვა" უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს და ეს არის სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში კითვებზე საპასუხოდ განაცხადა. რატი ბრეგაძემ განმარტა თუ რა როლი აქვს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში. „მინდა, საზოგადოებას და ამ დარბაზში მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შევახსენო რამდენიმე ამონარიდი. მაგალითად: „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულად გამოყენებას საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას – კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებით", – ეს ერთი ამონარიდი. ახლა მეორე: „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება, ან დაჭრა, ისევე, როგორც საკუთრების უფლების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ისე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას". თქვენი აზრით, ეს ფრაზები ვის ეკუთვნის? და ვინ მოაწერა ამაზე ხელი? ეს არის ამონარიდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციიდან. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ, აი, ამ რეზოლუციაზე ხელის მოწერა შეეძლო ქართველს? ეს ხომ წარმოუდგენელია ყველასთვის და სწორედ ამ ადამიანებმა, რომელთაც გამოკრული აქვთ თავიანთი ბელადის სურათი, სწორეთ მათ თავიანთი ბელადის ხელმძღვანელობით მოაწერეს ხელი ამ მტრულ გადაწყვეტილებას. როგორ შეიძლება, ადამიანი იდგე შენი შეიარაღებული და თავდაცვის ძალების გვერდით, გულზე მჯიღს იცემდე, პატრიოტობას ქადაგებდე და ასეთ რეზოლუციაზე აწერდე ხელს?! სწორედ მათ მოაწერეს ხელი და ეს ყველამ უნდა იცოდეს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენ გამოვიყენეთ არაპროპორციული ძალა და ამას აბრალებდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს, იმ ბიჭებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ხელს აწერდნენ მართლაცდა მტრის ნარატივს და დღეს გვესაუბრებიან პატრიოტიზმზე, რუსეთზე და ა.შ. ამ რეზოლუციაზე ხელმოწერა არის მათი სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავენ. კიდევ ერთი ამონარიდი: „იმ ტერიტორიების უმეტესობა, რაც რუსებმა წაიღეს, არის ქვების გროვა, მას აქვს ნულოვანი ღირებულება". ეს ყოფილი მთავარსარდლის სიტყვებია, რომელიც საქართველოს მოქალაქეობიდან გავიდა და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა. ამ ადამიანმა ფული გადაიხადა სენატორების დარწმუნებაში, რომ სანქცია დააკისრონ საქართველოს და ეს გამოქვეყნდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე. ამაში იხდიდნენ ფულს და ქვების გროვად მიაჩნდათ ტერიტორია, რომელიც დაიკარგა, და დღეს ლაპარაკობენ ოკუპაციაზე, მის შედეგებზე და აქეთ იშვერენ ხელს", - განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)