2023-11-16 17:06:44, 904 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩია
პარლამენტმა ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩია.
კენჭისყრისას ჩიქოვანსა და კახიანს მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა 5-დან 7-მდე გაიზარდა.
რეგლამენტის მიხედვითვე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს 3 მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და 3 მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ავთანდილ ენუქიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,