23:31 - 08 May, 2026
|
2023-11-16 14:20:54, 1012 ნახვა
მსოფლიო
იერუსალიმის მახლობლად, საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა - არიან დაშავებულები
იერუსალიმის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky New-ი ავრცელებს. როგორც Sky News-ი ისრაელის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმა 3 შეიარაღებული პირისგან შემდგარმა ჯგუფმა განახორციელა. ამასთან, ისრაელი მომხდარს ტერაქტად აფასებს. "გადასასვლელზე დისლოცირებულმა უსაფრთხოების ძალებმა 3 ტერორისტი გაანეიტრალეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი მივიდნენ საეჭვო მანქანით და ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს ძალებს", - აცხადებენ იერუსალიმის პოლიციაში. Sky New-ის ცნობით, თავდასხმის გამო იერუსალიმიდან ბეთლემისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის სამხრეთში მდებარე დასახლებებისკენ მიმავალი გზა დაიკეტა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)