00:35 - 09 May, 2026
|
2023-11-12 15:43:58, 658 ნახვა
მსოფლიო
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მიწისძვრამ გააჩინა საფრთხე, რომ შესაძლოა, ვულკანი ამოიფრქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც CNN წერს, ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სანაპირო ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. "მიწისძვრები შეიძლება გაგრძელდეს და მოვლენების ამ თანმიმდევრობამ, შესაძლოა, ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვიოს, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნიშნები იმისა, რომ მაგმა ზედაპირს უახლოვდება. მის პროგრესს ყურადღებით აკვირდებიან“,- აცხადებენ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოში. აღსანიშნავია, რომ ვულკანი, რომლის ამოფრქვევის საფრთხეც არსებობს, 2021 წლის ამოფრქვევამდე 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)