2023-11-09 21:47:02, 981 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ისრაელი დღეიდან ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ყოველ დღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს იწყებს
ისრაელი დღეიდან ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ყოველ დღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს იწყებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მედიასაშუალება BBC ავრცელებს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას საშიში რაიონების დატოვების საშუალება მიეცეს.
`ისრაელურმა მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვია. რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 1 400-ია, 200-ზე მეტი კი, "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,