|
2023-11-07 14:01:29, 586 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სიმბოლურია, ევროკომისიის შეფასებამდე ერთი დღით ადრე სტუმრად იმყოფებიან EU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები - იმედი გვაქვს, ხვალ პოზიტიური შეფასება იქნება
მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკომისიის მიერ შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. „საუბარი გვქონდა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით მოლოდინებზე, თუმცა მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ საქართველოს როლზე, ასევე აბრეშუმის გზის მეშვეობით ევროპისა და აზიის დაკავშირებაზე. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება. იმედია, საბოლოო ჯამში, ფორმატები, რომლებიც, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობით არის გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში, დაეხმარება საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ორ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო არის მოლოდინში, ასევე არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ განაცხადი არ აქვთ. ამიტომ ეს ფორმატიც საინტერესოა, რათა, ერთი მხრივ, გამოცდილება მივიღოთ სხვებისგან, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყოთ ამ გამოცდილების გამზიარებელი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ევროკავშირის ოცამდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობით დელეგაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დირკ შუბელი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი გაბრიელ კრემადესი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)