|
2023-11-03 09:31:27, 643 ნახვა
მსოფლიო
IDF - ღაზას სექტორი სრულად ალყაშია მოქცეული
ღაზას სექტორი სრულად ალყაშია მოქცეული, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. ჰაგარის თქმით, ისრაელის საინჟინრო კორპუსი ახლა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სხვა საფრთხის აღმოსაჩენად და განეიტრალებაზე მუშაობს, რათა თავდაცვის ძალებმა ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფლად შეძლონ. "ჩვენმა ჯარებმა ქალაქი ღაზა და "ჰამასის" აქტივობების ცენტრი, სრულად ალყაში მოაქციეს", - განაცხადა ჰაგარიმ. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)