11:58 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 18:36:14, 977 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე - მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ

პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ავერსის" კლინიკიდან გაქქცეული სამ პატიმარის შესახებ საუბრისას  განაცხადა.

ბრეგაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ სამი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან ნამდვილად გაიქცა და აღნიშნა, რომ მეტ ინფორმაციას ოპერატიული ღონისძიებებიდან გამომდინარე ვერ გაავრცელებს.

"გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics