2023-10-30 20:56:50, 780 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს, რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში
ქალბატონი სალომე მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის გასაშვები ევროპაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, როდესაც ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ.
„მისი სატელევიზიო გამოსვლაც არის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა იმის შესახებ, რომ ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები“, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,