04:06 - 09 May, 2026
|
2023-10-30 20:16:38, 613 ნახვა
მსოფლიო
ლიბანის პრემიერი - ვშიშობ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს
ვშიშობ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს, - ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატმა განაცხადა. მისივე თქმით, ის ასრულებს თავის მოვალეობას, რაც გულისხმობს, რომ "ლიბანი არ შევიდეს ომში". „მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომ ლიბანი არ შევიდეს ომში. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ მართავს სიტუაციას რაციონალურად, გონივრულად და თამაშის წესები შეზღუდულია გარკვეული საზღვრებით. ვხედავ, რომ არის რეალური რბოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ესკალაციას შორის, რადგან ესკალაცია მხოლოდ ლიბანს არ ეხება, ვშიშობ, რომ ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს“, - განაცხადა ნაჯიბ მიკატიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)