02:59 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 14:27:24, 832 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - რადიკალი ოპოზიციის სახით ჩვენ გვყავს ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები, მაგრამ სამწუხაროდ ამ ფერხულში ჩაება ე.წ. პრეზიდენტი

რადიკალი ოპოზიციის სახით, ჩვენ გვყავს ქვეყნისადმი და საკუთარი ხალხისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები, ეს გასაგებია, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ ფერხულში უკვე დიდი ხანია ჩაება ე.წ. პრეზიდენტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება არის პოლიტიკური მდგენელის შედეგად გაკეთებული ნაბიჯი.

„განსაკუთრებული არაფერი ხდება. არაერთხელ გვინახავს ზურაბიშვილისგან არა ერთი პოლიტიკურად მოტივირებული ვეტოს გამოყენება, რომელიც დაძლეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ ახლდა და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ეს არის პოლიტიკური მდგენელის შედეგად გაკეთებული ნაბიჯი და ბუნებრივია, ვეტოსთან მიმართებაში ვიმოქმედებთ ისე, რასაც ჰქვია სამართლიანი მიდგომა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურმა, ასევე, განმარტა თუ რატომ იქნა საჭირო ცვლილებების შემოღება და აღნიშნა, რომ ამ რეგულაციებით მოხდა რისკების გადაზღვევა. მისივე თქმით, გამოხატვის ფორმატში მოქმედი პირები კიდევ უფრო მეტად იქნებიან დაზღვეული ბოროტი განზრახვებისგან.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოხატვის დროს პირველი და მთავარი არის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არ შეექმნას რისკი და საფრთხე. შესაბამისად, ამ რეგულაციებით მოვახდინეთ დიდწილად გადაზღვევა ასეთი რისკების. ამით იყო ნაკარნახევი და თუ კარგად ჩავხედავთ, ამოვიკითხავთ ძალიან ლეგიტიმურ და სწორ მიზანს, რაც შეეხება იმას, რომ პროტესტანტები, მანიფესტანტები თუ გამოხატვის ფორმატში მოქმედი პირები კიდევ უფრო მეტად იქნებიან დაზღვეული ბოროტი განზრახვებისგან“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics