2023-10-26 16:16:38, 633 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია
მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისა და საკუთარი ამომრჩევლისგან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს.
„ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის - ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,