05:43 - 09 May, 2026
|
2023-10-25 23:17:52, 733 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - თუ ირანი აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს, ვუპასუხებთ
თუ ირანი აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს, ვუპასუხებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, აშშ-ს რეგიონში ჯარები 11 სექტემბრის შემდეგ ჰყავს და ეს ისრაელს არ უკავშირდება. "რეგიონში ჯარები 11 სექტემბრის შემდეგ გვყავს, ISIS-ის დასამარცხებლად. ისრაელს ეს არ უკავშირდება. აიათოლადასმი ჩემი გაფრთხილება იქნება, თუ ისინი გააგრძელებენ მოქმედებას ამ ჯარების [აშშ-ის] წინააღმდეგ, ჩვენ ვუპასუხებთ და ის ამისთვის მზად უნდა იყოს. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელთან", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ ირანს "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)