|
2023-10-25 11:38:42, 705 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - „ჰეზბოლას“, „ისლამური ჯიჰადისა“ და „ჰამასის“ ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ
ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთში, "ჰამასისა" და პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" ლიდერებს, სალეჰ ალ-არურსა და ზიად ნახალეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. The Times Of Israel-ის ცნობით, ლიდერებმა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებები. მედიის ცნობითვე, ტერორისტული ორგანიზაციებს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინაციას და მოვლენებს რეგულარულად დააკვირდებიან. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. იმავე დღეს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. ამასთან, 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)