06:37 - 09 May, 2026
|
2023-10-24 16:20:18, 734 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - „ჰამასის“ დასამარცხებლად საერთაშორისო კოალიცია უნდა შევქმნათ
"ჰამასის" დასამარცხებლად საჭიროა საერთაშორისო კოალიცია,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონმა ისრაელის ტერორისტულ დაჯგუფებებთან ომს "საფრანგეთის ომი" უწოდა. "ისრაელისთვის ტერორიზმთან ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ ეს ჩვენთვისაც ასეა... მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლოს",- თქვა მაკრონმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს დღეს, 24 ოქტომბერს ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაკრონი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს უკვე შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)