|
2023-10-20 14:31:48, 762 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩემი დასკვნაა, რომ ოთარ ფარცხალაძის თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან მალე დაიხურება
ჩემი დასკვნაა, რომ ოთარ ფარცხალაძის თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან მალე დაიხურება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დადასტურების არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. "სხდომის დროსაც გვითხრა ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მუხლიც დაასახელა. მათ შორის, ისაუბრა იმაზე, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ეს ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე და მოქმედებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, ამიტომაც, ჩვენმა სახელმწიფომ მიმართა აშშ-ს, 3 სხვადასხვა უწყებას მიმართა ჩვენმა სახელმწიფომ. პროკურატურამ მიმართა იუსტიციის დეპარტამენტს, ცალკე მიმართვა იყო სხვა უწყებების, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მიმართვები იყო აშშ-ის შესაბამის ინსტიტუტებთან. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით. როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის, საჯაროდაც, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს და იქით იკითხეს რაიმე ინფორმაცია ხომ არა აქვს შემთხვევით საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთი. მეორე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, ვგულისხმობ, მოსამართლეებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც კი არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი... რა თქმა უნდა, როდესაც ბრალი არაა აქვს წაყენებული ადამიანს, მას ვერ შეუზღუდავ ვერანაირად გადაადგილებას", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა. ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ამასთან, 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)