20:44 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 21:36:25, 861 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი - მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის უფრო მეტად გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.​

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად დგანან და "ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის".

"მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის უფრო მეტად გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან. პრეზიდენტ ბაიდენთან, მდივან ბლინკენთან ერთად მეც მხარს ვუჭერ ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად.

მოუთმენლად ველოდები ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა, გავიმეორო ჩემი პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგანან და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის", - განაცხადა რობინ დანიგანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics