2023-09-19 17:12:24, 255 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
![]() აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდა. აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს. "ვულოცავ ბატონ იესპერს ახალ პოზიციაზე დანიშვნას და ვუსურვებ ნაყოფიერ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის აქტიური თანამშრომლობა გრძელდება. ფონდის მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა რეგიონში - ტყვიის ექსპოზიციის კვლევა ბავშვებში და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის მოდელის დანერგვა, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების კრიტერიუმების განსაზღვრა. 2019 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს აჭარაში ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება წარმოადგენს. სამომავლოდაც მჯერა ერთობლივად შევძლებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. იესპერ მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში. ოქტომბრის თვიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საპილოტე პროგრამა განხორციელდება - ტელემედიცინა, რაც გულისხმობს ანტენატალური მეთვალყურეობისა და ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციურ მიდგომას: ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვას აჭარაში.
ჩინეთი სირიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
პოლონეთის პრეზიდენტი - მარცვლეულზე დავა უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობას ძირეულად არ შეცვლის
სამადაშვილი „ოცნებას“ - რას უკრავთ ტაშს, რომ შოვში 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა?
გომელაური - 2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს 50%-ით გაეზარდა ხელფასი - ასევე, ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს
|
ომი უკრაინაში![]() ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე იერიში მიიტანეს
![]() აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 274 950-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|