10:58 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 22:58:16, 996 ნახვა

მსოფლიო
კრემლი - კიმ ჩენ ინის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სრულმასშტაბიანი ვიზიტი იქნება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სრულმასშტაბიანი ვიზიტი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, მოლაპარაკებების მთავარი თემა მეზობელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები იქნება.

„ორ დელეგაციას შორის იქნება მოლაპარაკებები. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ლიდერები გააგრძელებენ კომუნიკაციას პირისპირ ფორმატში.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობის განმტკიცებას“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტის დასაფინანსებლად 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოქროს მარაგის გაყიდვა განახორციელა.
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics