|
2023-08-31 10:10:03, 506 ნახვა
დაცული ტერიტორიების სააგენტო ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, ხანძრის პრევენციის მიზნით რეინჯერებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, რეინჯერები პატრულირებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მნიშვნელოვანია დაუყოვნებელი რეაგირება ხანძრის გავრცელების პრევენციისთვის. „აღსანიშნავია, რომ გარდა 24 საათიანი მკაცრი მონიტორინგისა, რეინჯერები ვიზიტორებს ცხელ პერიოდში მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს და ბუნებაში ქცევის წესებს აცნობენ. დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხანძრების პრევენციის მიზნით, ახორციელებს სხვადასხვა ტერიტორიის აღჭურვას ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით; რეინჯერები გადამზადებული არიან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების ტრენინგებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)