02:24 - 26 Jun, 2026
|
2023-08-07 16:17:32, 720 ნახვა
პოლიტიკა
კალასი - უნდა დავასრულოთ რუსული აგრესიის ციკლი, ესტონეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს
ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი, ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია 15 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს, რითაც რუსეთი სისასტიკეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევას კვლავ განაგრძობს. "15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა კვლავ გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - წერს კალასი Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)